აბსტრაქტი
თანამედროვე ურბანულ სივრცეში მობილობის ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა ინდივიდის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მის სოციალურ ჩართულობაზე მზარდი ზეგავლენით ხასიათდება. ეს პროცესი შესაძლებელია შეაფერხოს ინფრასტრუქტურის ქსელების მხოლოდ პრივილეგირებული ჯგუფების საჭიროებებზე მორგებამ და მოწყვლადი ჯგუფებისთვის უფრო მეტად გაამწვავოს სოციალური გათიშულობის პრობლემა. ეს სტატია, აქტორებისა და ქსელების თეორიულ ჩარჩოზე დაყრდნობით, განიხილავს ვარკეთილში, თბილისის ზღვის ახალი ქალაქის ტერიტორიაზე დასახლებულ დევნილთა დამოკიდებულებას მობილობის ინფრასტრუქტურაზე. მათთან ჩატარებული არასტრუქტურირებული, ნარატიული სახის ინტერვიუებზე დაყრდნობით, წარმოჩენილია ხელმისაწვდომი სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელობა მოსახლეობის ამ ჯგუფისთვის, წარმართონ სრულყოფილი ცხოვრება, ადგილმდებარეობის, გარე აქტორებთან ურთიერთობების დამყარების თუ სხვა სოციო-ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით. სტატიის დასკვნით ნაწილში ინტერვიუებისა და თეორიული კონცეფციების შეჯერებით, ასევე წარმოჩენილია საკითხის აქტუალობა საცხოვრებელი ადგილის ცვლილების გათვალისწინებითაც.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დათო გოგიშვილს ღირებული კომენტარებისა და შენიშვნებისთვის თეორიის და მეთოდოლოგიის კუთხით ტექსტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობისას.