ურბანული დაგეგმარებისა და გეოგრაფიის მაგისტრი 7 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილებით.
მაქვს განხორციელებული სივრცითი დაგეგმარებისა და კვლევითი პროექტები რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. სამუშაო გამოცდილების უმეტესი ნაწილი ქართულ სოციო-სივრცით კონტექსტზე კონცენტრირდება, თუმცა სწავლისა თუ მუშაობის პარალელურად, მომეცა საშუალება გავცნობოდი რეგიონული განვითარების ტენდენციებს ევროპაში, აშშ-სა და სამხრეთ ამერიკაში.
ჩემი კვლევითი ინტერესები მრავალპროფილურია და მოიცავს სივრცისა და ადამიანის სხეულის ურთიერთკავშირის მუდმივად ცვალებად ხასიათზე დაკვირვებას, ნაშენი გარემოს სოციო-მატერიალური ხასიათის შესწავლასა და ურბანული ცხოვრების ყოველდღიური პრაქტიკების კვლევას, დაგეგმარების პრაქტიკებისა და ურბანული პოლიტიკის წარმოებას. მჯერა მჭიდრო, ადამიანურ მასშტაბზე მორგებული და საფეხმავლოდ კომფორტული ურბანული გარემოს უპირატესობის.
წარსულ საქმიანობაში მეტწილად კონცენტრირებული ვიყავი ურბანულ ანალიტიკაზე, უფრო კონკრეტულად კი მისაწვდომობისა და მდგრადი მობილობის კვლევაზე, მიწათასარგებლობის ტენდენციების შესწავლაზე, უძრავი ქონებისა და სეგრეგაციის საკითხების გაცნობაზე. ამასთანავე, GIS, Python და სივრცითი მოდელირებისა და ვიზუალიზაციის სხვა ხელსაწყოების გამოყენებით ვუხელმძღვანელე ღია მონაცემებისა და მონაწილეობითი მეფინგის რამდენიმე ვორქშოფს.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი გავაერთიანე მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიტიკის პროექტში Z.axis, რომელსაც კოლეგებთან ერთად ვხელმძღვანელობ. პროექტი მიზნად ისახავს ანალიზისა და ვიზუალიზაციის მეშვეობით, ფართო საზოგადოებამდე გარკვევით მიიტანოს ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები და ცვლილებები.
თავისუფალ დროს, ვცდილობ შევქმნა, ან უბრალოდ, ვისწავლო როგორ ავაწყო მიმზიდველი რუკები და ვიზუალები. ყოველთვის მზად ვარ საინტერესო და გამოწვევებით სავსე კოლაბორაციისთვის, როგორც ორგანიზაციის მეშვეობით, ასევე ინდივიდუალურად.
სადოქტორო პროგრამა ტექნოლოგიებსა და სოციალურ ცვლილებებზე, მიმდინარე
ლინშოპინგის უნივერსიტეტი, შვედეთი
სამაგისტრო პროგრამა ურბანულ და რეგიონულ გეგმარებაში, 2021
სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, შვედეთი
სამაგისტრო პროგრამა ურბანულ გეგმარებაში, 2015
გრანადის უნივერსიტეტი, ესპანეთი
საბაკალავრო პროგრამა საზოგადოებრივ გეოგრაფიაში, 2011
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
სივრცითი დაგეგმარება, კარტოგრაფია, კონსულტაცია
რამდენიმე ვიზუალი, რომელთა მომზადებაც სიამოვნებას მანიჭებს
მედია გამოსვლები და საჯარო სემინარები
ანალიზი, რეფლექსია და კიდევ უფრო მეტი ვიზუალიზაცია