თბილისის მწვანე სივრცეები
მსოფლიო ბანკი და OSM
2018 წელს მსოფლიო ბანკმა და მისმა ადგილობრივმა წარმომადგენლობამ თბილისში განახორციელა კვლევითი პროექტი თბილისის ურბანული გამწვანების პოტენციალის შესახებ. პროექტის გუნდმა მჭიდროდ ითანამშრომლა თბილისის მუნიციპალიტეტთან. პროექტი მიზნად ისახავდა გაეზომა თბილისში არსებული სარეკრეაციო სივრცეების ხელმისაწვდომობა ქალაქის მოსახლეობისთვის, შეეფასებინა ურბანული პარკების ინფრასტრქტურული მდგომარეობა და გამოეკვეთა სამომავლოდ განვითარების პოტენციალი მისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით.
ამ პროექტში ჩართული ვიყავი როგორც დამოუკიდებელი ადგილობრივი კონსულტანტი გეოსაინფორმაციო ანალიტიკოსის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, ჩემს მოვალეობას წარმოადგენდა ადგილობრივი ჯგუფის ტრენინგი სივრცითი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდებში, მონაცემების მართვა და დახარისხება მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისის გეომონაცემთა გუნდთან ერთად და ღია მონაცემების გამოყენების პრაქტიკა OSM მეშვეობით. ეს უკანასკნელი ასევე მოიცავდა ე.წ. OSM მაპათონის ჩატარებას, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 20-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და პროექტის გუნდს დაეხმარა თბილისის მწვანე არეალების მონიშვნაში ადგილობრივი კონტექსტის უკეთ ცოდნით.
პროექტის ფარგლებში ასევე მოვამზადე საველე გასვლებისა და პარკების ინვენტარიზაციისთვის სახელმძღვანელო რუკები. მათი ნაწილი ქვემოთაა მოცემული.
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, ჩარლზ ფოქსი, მსოფლიო ბანკის გეომონაცემთა გუნდის მაშინდელი ხელმძღვანელი საუბრობს აღნიშნული პროექტის შესახებ და OSM მონაცემთა გამოყენებაზე State of the Map 2018 წლის კონფერენციაზე დეტროიტში (მიჩიგანის შტატი), აშშ.
გამოყენებული პროგრამები: ArcMap, Qgis, Python, JOSMმონაცემები: OSM