ხადას ხეობა

მობილობის კვლევა და განვითარების გეგმა

ხადას ხეობის განვითარების გეგმა ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით და კომპანია ბაუ დიზაინის ხელმძღვანელობით. ხადას ხეობაში გაივლის ქვეშეთი-კობის შემოვლითი გზა, რომელიც გუდაურის გვერდის ავლით, თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის მიმართულების ამ მონაკვეთზე, მგზავრობის დროს 20 წუთამდე შეამოკლებს. პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არსებობდეს ხეობის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების კვალდაკვალ, გაითვალისწინებს რეგიონში მცხოვრებთა ყოველდღიურ ინტერესებს.

ამ პროექტში ჩართული ვიყავი როგორც დამოუკიდებელი ადგილობრივი კონსულტანტი მობილობის მიმართულებით. დავალება ორ ძირითად ნაწილს მოიცავდა. პირველი ეტაპი არსებული სიტუაციის სივრცით ანალიზსა და კვლევას დაეთმო.ამ ეტაპზე გამოიკვეთა სოციო-ეკონომიკური აქტივობების კონცენტრაცია რეგიონში და მათი სივრცითი მიზიდულობა. ასევე, ნათლად გამოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის მობილობის საჭიროებები.

ხედვის ეტაპზე შემუშავდა მობილობის შესაძლო სამომავლო სცენარი, რომლის ქვაკუთხედს კოლექტიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების შექმნა წარმოადგენს. ასევე, მნიშვნელოვანია სოფელ ქვეშეთთან, ახალი გზის სიახლოვეს ავტოსადგომის მოწყობა. ერთი მხრივ, ის ხადას ხეობის გაცნობის მსურველებს მოემსახურება და მეორე მხრივ, ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტით მდიდარ ხეობას დაიცავს მასობრივი საავტომობილო ნაკადებისგან. ამ მიდგომით, შესაძლებელია ხეობაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ტურიზმისა და ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით.

მისაწვდომობა განათლებაზე
არსებული და სამომავლო სცენარი
მისაწვდომობა ჯანდაცვის მომსახურებაზე
არსებული და სამომავლო სცენარი
არსებული დემოგრაფიული ვითარება
არსებული სოციო-ეკონომიკური აქტივობები
სამომავლო მობილობის სცენარი

გამოყენებული პროგრამები: ArcMap, ArcGIS Pro, Qgis, Python (Pandas, Google Maps API), Adobe Illustrator & Photoshop, Blender
მონაცემები: Google, OSM, საქსტატი 2014, საპროექტო გუნდი
Avatar
გიორგი კანკია
ურბან გეოგრაფი და ქალაქმგეგმარებელი
წინა პოსტი