ტუტორიალი - ნაწილი 4
დამატებითი კომენტარები დავალებასთან დაკავშირებით.
4.1. დავალება
გვახსოვდეს, ჩვენს ამოცანას წარმოადგენს იმ არეალების ფარგლებში, რომელიც გვაქვს განაწილებული:
- ამოვხაზოთ პოლიგონები
building_test.shp
შეიპფაილში საბჭოთა ტოპოს მიხედვით; - დავამატოთ ინფორმაცია უკვე ამოხაზულ პოლიგონებს
buildings_rest.shp
შეიპფაილში; - თუ თქვენს არეალში ხვდება უკვე ამოხაზული და ამოუხაზავი შენობები ერთდროულად, პირველ მათგანს ვამატებთ ატრიბუტულ ინფორმაციას
buildings_rest.shp
შეიპფაილში, ხოლო ამოუხაზავ შენობებს ვამატებთbuilding_test.shp
შეიპფაილში.
რომ შევაჯამოთ, მინიჭებულ არეალში ყველა შენობა უნდა გაციფრულდეს შესაბამისი ინფორმაციით!
საბჭოთა ტოპოს სიმბოლოგიების და ანოტაციების წასაკითხად შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ამ ბმულზე განთავსებული ინფორმაციით.
გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას!