Walk 21 Bogotá - თბილისი, როგორც საფეხმავლო ქალაქი

გლობალური კონფერენცია მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ


თარიღი
30/10/2018

მოხსენების შესახებ

Walk 21 ყოველწლიური გლობალური კონფერენციაა მდგრადი ურბანული მობილობის და უფრო კონკრეტულად, საქალაქო გარემოს საფეხმავლოდ მიმზიდველად გარდაქმნის ხელშეწყობის მიზნით. კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება და თავს უყრის მობილობის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, კონსულტანტებს, მკვლევარებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც სხვადასხვა ფორმით ჩართულია საფეხმავლოდ ხელსაყრელი საცხოვრებელი გარემოს შექმნაში.

2018 წლის კონფერენცია კოლუმბიის დედაქალაქ, ბოგოტაში ჩატარდა. ბოგოტა უკანასკნელ ათწლეულებში ერთ-ერთ ნათელ და წარმატებულ მაგალითად იქცა ლათინურ ამერიკასა და ზოგადად, განვითარებად ქვეყნებს შორის, კერძო ავტომობილზე ორიენტირებული ქალაქგეგმარებითი პრაქტიკებიდან, მდგრად, ადამიანურ მასშტაბზე მორგებული ქალაქის შექმნის პარადიგმებზე გადასვლის.

ამ კონფერენციაზე მეც მომეცა საშუალება წარმედგინა ორგანიზაცია "იარე ფეხით" პროექტის ფარგლებში ჩატარებული საფეხმავლო აუდიტის შედეგები. აუდიტი ვაკის მასშტაბით ჩავატარეთ, თბილისის მერიის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. შედეგები პოსტერის სახით წარვადგინე კონფერენციის პოსტერების სესიაზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, კვლევით და სამოქალაქო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებსა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს ერთმანეთთან საკუთარი შეხედულებებისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებაც მოგვეცა.

ქვემოთ მოცემულია პოსტერი მაღალი გარჩევადობით. ასევე, ინტერაქტიული რუკა, რომელიც თავს უყრის ჩვენს მიერ შეგროვებულ ბარიერებს, რომელსაც ფეხით მოსიარულეები წავაწყდით ქუჩაში სიარულისას, კვლევით პერიოდში

პოსტერის პრეზენტაცია Walk 21-ზე
პოსტერი მაღალი გარჩევადობით

Avatar
გიორგი კანკია
ურბან გეოგრაფი და ქალაქმგეგმარებელი
comments powered by Disqus
შემდეგი პოსტი