PUTSPACE - საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორც საჯარო სივრცე

საერთაშორისო კვლევითი სიმპოზიუმი

Photo: PUTSPACE

თარიღი
30/10/2021

მოხსენების შესახებ

მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო ლაიბნიცის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ #PUTSPACE სიმპოზიუმში ქ. გიორლიცში, გერმანია, 23-27 ოქტომბერს. სიმპოზიუმი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც ყოველდღიური საჯარო სივრცის გააზრებას. ღონისძიების ფარგლებში ორგანიზებულმა ვორქშოფებმა და ექსპერიმენტული მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებამ, მონაწილეებს მოგვცა რეფლექსიის საშუალება ურბანული ყოველდღიურობისა და მობილობის ინფრასტრუქტურის თანაკვეთის წერტილებზე.

სიმპოზიუმის დასკვნით დღეს, ინსტიტუტის მკვლევარ, დოქტორ ლელა რეხვიაშვილთან ერთად ვისაუბრე კანასკნელ პერიოდში, თბილისის ურბან მობილობაში შესამჩნევ პარადიგმის ცვლილებასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში განხორციელებული ინვესტიციებისა და ზოგადად, მობილობის ახალი პოლიტიკის შესახებ. ამავე მოხსენებაში, შევეხე პანდემიის საპასუხოდ მიღებული მობილობის შეზღუდვებისა და მისი სოციო-ეკონომიკური ეფექტების შესახებ, რომელმაც მოწყვლად ჯგუფებს სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები შეუქმნა. ჩემი არგუმენტაციის უფრო ნათლად წარმოსაჩენად, ამავე პრეზენტაციაზე მონაწილეებს წარვუდგინე ანალიზი და ვიზუალიზაციები თბილისში ურბანული მობილობის კუთხით არსებულ უთანასწორო ვითარებაზე.

პრეზენტაცია - ფოტოს ავტორი: თ. ფეიქრიშვილი
Avatar
გიორგი კანკია
ურბან გეოგრაფი და ქალაქმგეგმარებელი
comments powered by Disqus
შემდეგი პოსტი
წინა პოსტი

მსგავსი