ინტერვიუს შესახებ
მაშინ, ჯერ კიდევ ბევრი არაფერი იყო ცნობილი პანდემიის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ და მსოფლიო მეტწილად გაურკვევლობით იყო მოცული. პანდემიისა და თანამედროვე ქალაქების ურთიერთკავშირზე ახალი კვლევები ჯერ კიდევ იკიდებდა ფეხს.
ამ მოცემულობაში, Z.axis-ში მოვამზადეთ ანალიტიკური სტატია, რომელშიც ვცდილობდით გაგვეანალაზებინა ინფექციის შესაძლო განვითარების სცენარები ქართული ურბანული ცხოვრების გათვალისწინებით. ამ ფორმით, ვეცადეთ მცირე დოზით მაინც, შეგვევსო არსებული ადგილობრივი საინფორმაციო ვაკუუმი ახალი ყოველდღიურობის შესახებ. ჩვენი პუბლიკაციით დაინტერესდა "პირველი არხის" გადაცემა "#დარჩი სახლშის" საავტორო ჯგუფი.
ინტერვიუში მოკლედ ვისაუბრე ჩვენი მეთოდოლოგიის შესახებ და თბილისის მაგალითზე დაყრდნობით, ვეცადე ამეხსნა, რა ფაქტორები შეიძლებოდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი ურბანულ გარემოში ინფექციის გავრცელებისთვის.