რადიო თავისუფლება - ქართული ურბანული პროტესტი

დოკუმენტური ფილმი


თარიღი
10/07/2022

ფილმის შესახებ

ამ ფილმში, რომელიც მოამზადა რადიო თავისუფლების თბილისის ბიურომ, ვსაუბრობ თბილისის ურბანული პროტესტის ისტორიის შესახებ ქალაქის ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე. ამავდროულად, ვაკვირდები ადამიანების სივრცესთან ინტერაქციას. დოკუმენტური ფილმის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ავხსნათ თუ როგორ უნდა გავზომოთ რაც შეიძლება მეტი სიზუსტით საპროტესტო აქციებზე გამოსული მოქალაქეების რაოდენობა და რა მეთოდოლოგიური საკითხები უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს.

გადაღება 4 დღეს გაგრძელდა და სივრცეში ადამიანებზე დაკვირვება დასრულდა 2022 წლის 3 ივლისის აქციაზე, რომელსაც მრავალი ათასი ადამიანი დაესწრო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მოთხოვნით. უნდა ვაღიარო, რომ ამ თემაზე რეფლექსიამ და უფრო სიღრმისეულმა დაკვირვებამ გამოკვეთა ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა ადამიანისა და სივრცის ურთიერთზემოქმედება, ძალაუფლების განაწილების ელემენტები თუ ინდივიდუალური გამოცდილების მნიშვნელობა. ეს საკითხები შესაძლებელია იქცეს მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორებად თუ რამდენად წარმატებული იქნება ესა თუ ის საპროტესტო გამოსვლა. ამასთანავე, ნათლად იკვეთება პოლიტიკის კვლავწარმოებისა და მმართველობის საკითხებში საზოგადოებრივი ჩართვის კონტურები და მისი ხასიათი.

Avatar
გიორგი კანკია
ურბან გეოგრაფი და ქალაქმგეგმარებელი
comments powered by Disqus
წინა პოსტი

მსგავსი