სტოკჰოლმის ახალი ოქროს ხიდი

მატერიალური ინფრასტრუქტურა, ცვალებადი ასოციაციები თუ მეგაპროექტი?

ფოტო: SKANSKA (2020)
ტიპი
პუბლიკაცია
სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტი

აბსტრაქტი

სტოკჰოლმის ნაშენ გარემოს ახალი, სლუსენის ხიდი დაემატა. ადგილობრივები მას ოქროს ხიდის (Guldbron) სახელით მოიხსენიებენ. პროექტმა, ქალაქის საზოგადოება ორად გაყო - მოწინააღმდეგებად და თაყვანისმცემლებად. მსგავსი რეაქცია თან ახლავს ნებისმიერ ინფრასტრუქტურას, რომელიც მიზნად ისახავს შეცვალოს ჩვენი საცხოვრებელი გარემო. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ეს ინტერაქცია ორმხრივია. ასეთ პროექტებზე შესაძლებელია ზეგავლენა იქონიოს იმავე ურთიერთობებმა, რომლებმაც უპირველეს ყოვლისა, მას სული ჩაუდგეს. აქტორებისა და ქსელების და ასოციაციების თეორიულ თანაკვეთაზე დაყრდნობით, კვლევაში ახსნილია ხიდის, როგორც ტექნიკური არტეფაქტის კვლავმწარმოებელი თვისებები, რომელსაც იგი ავლენს პროექტირების და განხორციელების ეტაპებზე.

ამ მიზნით, კვლევაში ვიყენებ თვისებრივ მეთოდს, რომელიც აერთიანებს სიღრმისეულ ინტერვიუებსა და დაკვირვებებს. კვლევა წარმოაჩენს ხიდის სასურველ ბუნებას და მის უნარს, შექმნას პლატფორმა მრავალფეროვანი კავშირებისთვის. კვლევაშივე ახსნილია ამ ერთი შეხედვით მყარი ინფრასტრუქტურის მუდმივად ცვალებადი ხასიათი და ფორმა. დასკვნით ნაწილში ყურადღებას ვამახვილებ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების მუდმივად ცვლადი პერსპექტივიდან შეხედვაზე, რამეთუ იგი გვეხმარება დავინახოთ მეგაპროექტები არა მხოლოდ ჩამოყალიბებული ფორმით, არამედ უკეთ გავიაზროთ ის ფაქტორები, რომლებიც ცვლის მათ ფორმასა და სოციო-ტექნოლოგიურ ურთიერთობებს. ამისთვის, მნიშვნელოვანია გავიხედოთ უკვე ჩამოყალიბებული, მკაცრი კატეგორიზაციების მიღმა.

comments powered by Disqus
შემდეგი პოსტი
წინა პოსტი

მსგავსი