ონის მუნიციპალიტეტი

სივრცითი განვითარების ხედვა

რაჭის რეგიონის, ონის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების ხედვა შემუშავდა 2017-2018 წლებში კომპანია არტსტუდიოს ხელმძღვანელობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით. პროექტის ფარგლებში, შევისწავლეთ და გავაანალიზეთ ონის მუნიციპალიტეტის სოციო-ეკონომიკური, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტის თავისებურებები. გეგმა ითვალისწინებდა, რეგიონის კულტურული მემკვიდრეობისთვის ღირებული, თუმცა ჯერ კიდევ უცნობი ძეგლებისა დაცვასა და ბუნებრივი ლანდშაფტის კონსერვაციაზე დაფუძნებით, რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის საფუძვლის შექმნას.

ამ პროექტში ჩართული ვიყავი როგორც გეოგრაფი და სივრცითი ანალიზის სპეციალისტი (GIS). დავალება მოიცავდა როგორც საველე გასვლებს, ასევე დისტანციური ზონდირებისა და ანალიზის სამუშაოებს.

პროექტის კვლევისა და ხედვის ეტაპზე შემუშავებული რამდენიმე ვიზუალი ქვემოთაა მოცემული.

რელიეფის სიმაღლის ანალიზი
რელიეფის დახრილობის ანალიზი
რელიეფის სივრცითი ორიენტაციის ანალიზი
დემოგრაფიული ანალიზი
ტურისტული გეგმა
კულტურული მემკვიდრეობის ანალიზი

გამოყენებული პროგრამები: ArcMap, Qgis
მონაცემები: OSM, საქსტატი 2014, ონის მუნიციპალიტეტი, საპროექტო გუნდი
Avatar
გიორგი კანკია
ურბან გეოგრაფი და ქალაქმგეგმარებელი
შემდეგი პოსტი
წინა პოსტი