მუხრანი

სოფლის ცენტრის განაშენიანების გეგმა

პროექტს ხელმძღვანელობდა კომპანია არტსტუდიო. სხვა დანარჩენი პროექტებისგან განსხვავებით, ეს განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინებით. თანამედროვე ქართულ გეგმარებით პრაქტიკაში აქ პირველად გამოვიყენე სივრცითი სინტაქსის მეთოდი ისტორიული განაშენიანების საზღვრების დასადგენად. ეს მეთოდი გულისხმობს ურბანული განაშენიანების სივრცითი ქსოვილის განსაზღვრავს, რომელიც აერთიანებს ნაშენ გარემოს. ამისთვის, მოდელი იყენებს ქუჩათა ქსელისა და შენობების მოცულობისა და სიახლოვის, შეკავშირებულობის ანალიზს. მოდელი დაეყრდნო MIT-ში შექმნილ სივრცითი ანალიზის ხელსაწყოს და როგორც ქვემოთ მოცემულ ვიზუალში ჩანს, მაღალი სიზუსტით განსაზღვრა სოფელ მუხრანის ისტორიული განაშენიანების საზღვრები, რომელიც მოიცავს ისტორიულ ძეგლებსა და შენობა-ნაგებობებს.

ურბანული გარემოს კომპაქტურობა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონცენტრაცია

გამოყენებული პროგრამები: ArcMap & Adobe Illustrator
მონაცემები: საპროექტო გუნდი; OSM
Avatar
გიორგი კანკია
ურბან გეოგრაფი და ქალაქმგეგმარებელი
შემდეგი პოსტი
წინა პოსტი