ამ ვიზუალებით, თბილისის კონტექსტში, ვცდილობთ ავხსნათ რამდენიმე სივრცითი ასპექტი, რაც ეპიდემიის გავრცელებისას და ასევე, მის შესაკავებლად მიღებული ზომების შედეგად გამოიკვეთა. დემოგრაფია, მოსახლეობის სიმჭიდროვე, კომპაქტური ურბანული გარემო, მობილობა და სასიცოცხლო და რელიგიური მნიშვნელობის ობიექტებზე ხელმისაწვდომობა განხილულია ადგილობრივ და გლობალურ კონტექსტში მათი აქტუალობით.
გამოყენებული პროგრამები: ArcMap; Python & Adobe Illustrator
მონაცემები: საქსტატი, 2014; თბილისის შინამეურნეობების სატრანსპორტო მობილობის კვლევა, 2016; თბილისის მერია; OSM