რამდენად მთაგორიანია თბილისი ველოსიპედისთვის?

არც ისე!

რეაბილიტირებული შარტავას ქუჩა შეცვლილი გეგმარებით. წყარო: თბილისის მერია

უკანასკნელ წლებში თბილისში შესამჩნევად პოზიტიურად იცვლება სატრანსპორტო პოლიტიკის მიდგომები. მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბურად სიტუაციის შეცვლას კიდევ დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდება, მნიშვნელოვანია რომ ფუნდამენტურად იცვლება მობილობის სისტემის გეგმარება. ქალაქის ხელმძღვანელობა უკვე ოფიციალარადაც აღიარებს მდგრადი სატრანსპორტო გეგმარების გადაწყვეტების პრიორიტეტულობაზე. მთავარი გამზირების გეგმარების ცვლილებაც ამაზე მიუთითებს. მდგრადი ურბანული მობილობის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია ველოსიპედის, როგორც საქალაქო ტრანპორტის უსაფრთხო გამოყენება. თბილისში, ველოტრანსპორტის განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებს შორის ქალაქის არახელსაყრელი რელიეფი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასახელებული არგუმენტია. თუმცა, მსოფლიოს მრავალი ქალაქის მაგალითი მოწმობს, რომ მთაგორიანი რელიეფი სულაც არ შეიძლება იყოს ველოტრანსპორტის განვითარების შემაფერხებელი.

ქვემოთ მოცემული რუკის მიხედვით, ქალაქის უწყვეტ განაშენიანებაში არსებული მთავარი ქუჩებისა და გამზირების ქსელის დიდი ნაწილის დახრილობა ველოსიპედით კომფორტულად გადაადგილებისთვის (6% ან ნაკლები) სრულად მისაღებია. ეს ქალაქის ის ნაწილებია, სადაც, თბილისის შინამეურნეობების კვლევის მიხედვით ყველაზე ხშირად სრულდება მოკლე მანძილებზე საავტომობილო გადაადგილებები. სწორედ ამ საავტომობილო მობილობის ხვედრითი წილის ველოტრანსპორტით ნაწილობრივი ჩანაცვლება შეიძლება მოვიაზროთ ქალაქის მჭიდროდ განაშენიანებული ტერიტორიის მუდმივი საცობებისგან გათავისუფლების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. ეს რუკაც ველოტრანსპორტის განვითარებისთვის ხელისშემშლელი მითების დანგრევას ცდილობს.

შენიშვნა: რუკაზე შედარებით სწორი ადგილებიც გარკვეულ მონაკვეთებში წითლადაა მონიშნული. ეს გამოწვეულია რელიეფის მონაცემთა ბაზის უზუსტობით ამ მონაკვეთებზე, თუმცა ეს არ ცვლის საერთო სურათს და საკმაოდ რეალურ ანალიზს გვთავაზობს.

ქუჩების ზედაპირის დახრილობა (%) თბილისში
გამოყენებული პროგრამები: ArcMap & Adobe Illustrator
მონაცემები: თბილისის მერია; TTC; OSM
Avatar
გიორგი კანკია
ურბან გეოგრაფი და ქალაქმგეგმარებელი
წინა პოსტი