აქსის თაუერსი

კერძო კაპიტალი საჯარო ინტერესის წინააღმდეგ

ფოტო: ლელა გაფრინდაშვილი

ყიფშიძის ქუჩა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის მსგავსად, იქცა ბოლო ათწლეულებში თბილისშიz გაბატონებული ველური ურბანიზაციის ფიზიკურ გამოვლინებად. დეველოპერების და მმართველების რიტორიკის მიღმა, რომლებიც "მაღალი და მსოფლიო კლასის" განვითარებას და სამუშაო ადგილებს ჰპირდებიან მოსახლეობას, სწორედ ამავე მოსახლეობისთვის ღია, მწვანე სივრცეების წართმევა და მითვისება იმალება. მსგავსი პოლიტიკის შედეგად კი, მოგების მაქსიმიზაციის მიზნით, პარკებს საცხოვრებელი და საოფისე ფართები ანაცვლებენ. თუკი ადრე, ამ ადგილზე არსებულ სივრცეზე წვდომა მოსახლეობის ყველა ფენას ჰქონდა, ამჟამად აქ 83 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად წამომართულ ცათამბჯენებში მხოლოდ პრივილეგირებულები იმუშავებენ, იცხოვრებენ და გაერთობიან.

Avatar
გიორგი კანკია
ურბან გეოგრაფი და ქალაქმგეგმარებელი
შემდეგი პოსტი
წინა პოსტი